გაფიცვა

ტყიბულში მეშახტეები კვლავ გაიფიცნენ

სააგენტო “ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ტყიბულის ძიძიგურის სახელობის შახტაში სამუშაოდ ჩასული მეშახტეები 300 მეტრის სირღმეზე გაიფიცნენ. ისინი სამუშაოს შესრულების შემდეგ უკან აღარ ბრუნდებიან.

მეშახტეთა ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენელი ამბობს, რომ მეშახტეებმა შახტის დემონტაჟის შესახებ შეიტყვეს და სამუშაოს შემდეგ პროტესტის ნიშნად მიწის ქვეშ დარჩნენ. 45 მეშახტე უკვე 12 საათზე მეტია პროტესტის ნიშნად მიწის ქვეშ რჩება.

ათდღიანი გაფიცვის შემდეგ, უკვე მეორე დღეა რაც ტყიბულის ორ, ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტაში მუშაობა აღდგა. მინდელის სახელობის შახტაში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

 

 

 

კომენტარები