გენერალური პროკურორი

გიორგი კალანდაძეს ახალი ბრალი წაუყენეს

გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს, გიორგი კალანდაძეს ახალი ბრალდება წარუდგინეს, პროკურატურა მას 143-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურა უკვე დატოვა თავად კალანდაძემ. 

ადვოკატის თქმით, ეპიზოდი ეხება ზვიად აბესაძეს. მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან კავშირი აღარ აქვს და ეს უფრო პოლიტიკურ დევნას ჰგავს.

აღნიშნული ეპიზოდი, ადვოკატის თქმით, გაგა მკურნალიძის ჩვენებიდან გამომდინარე გაჩნდა.
გოგიტა გაბაიძის თქმით, საქმე საკმაოდ ვრცელია, შესაბამისად, მის შესწავლას დრო დასჭირდება და მას შემდეგ გაკეთდება დამატებითი კომენტარები.

კომენტარები