არასამთავრობო ორგანიზაციები

უსუფაშვილი: ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეგობრობა არ შეიძლება

0 კომენტარი

თუ ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობენ, ესეიგი ერთ-ერთი მართგანი არასწორად იქცევა, განაცხადა დავით უსუფაშვილმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მეცხრამეტე ყრილობაზე. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია არასამთავრობოებსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა. უსუფაშვილი საია-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია. 

"მე პირადად ერთი გამოცდა მექნება ჩასაბარებელი ორგანიზაციის წინაშე. ძალიან ბევრი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წიაღიდან გამოსული იურისტი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რბილად რომ ვთქვა, სხვა პოზიციებს იკავებდა და უკვე ნერვები ეშლებოდა იმის გამო, რომ იურისტთა ასოციაცია კვლავ სიმართლეს საუბრობდა და პრინციპული იყო, ასე რომ მე ახლა, უკვე ხელისუფლებაში მყოფს შესაძლოა, ბოლო გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი ამ ორგანიზაციის წინაშე და ვპირდები მის ყველა წევრს, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათი დახმარება სათანადოდ იქნას გამოყენებული და მათი კრიტიკა და მწვავე პოზიციები ასევე სათანადოდ იყოს აღქმული", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ საკანონმდებლო ორგანო აქტიურად ითანამშრომლებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომი იქნება. უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საია-ს მანდატი მისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე საპარლამენტო მანდატი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები