წინწყარო

ქართველ მუსლიმთა კავშირი: მდგომარეობა წინწყაროში დემოკრატიის მხრივ კრახის ტოლფასია

0 კომენტარი

სოფელ წინწყაროში მიმდინარე რელიგიური დაპირისპირების შესახებ ქართველ მუსლიმთა კავშირი განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და საპატრიარქოს მიმართავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სოფელ წინწყაროში ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს მუსლიმთა საერთო პარასკევის ლოცვის შეწყვეტასა და მეჩეთზე უარის თქმას. 

"მოგახსენებთ, რომ საქართველოს მუსლიმებისადმი უკიდურესი შეუწყნარებლობის გამოხატვამ ტენდენციის ხასიათი მიიღო. სოფელ წინწყაროში ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობის ნაწილი უკანონოდ და აგრესიულად მოითხოვს მუსლიმთა საერთო პარასკევის ლოცვის შეწყვეტასა და მეჩეთზე უარის თქმას. მუსლიმების მისამართით გამუდმებით გაისმის მუქარა და შეურაცხყოფა. სოფელ წინწყაროში ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი სისხლისღვრით ემუქრება მშვიდობიან მუსლიმებს. ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან, ნებისმიერ ფასად ჩაშალონ პარასკევის ტრადიციული ლოცვა და ალაგმონ მეჩეთი. 
ჩვენს შეშფოთებას იწვევს საქართველოს პარლამენტის ზოგირთი წევრის არაკომპეტენტური განცხადებები. მოცემული განცხადებები კიდევ უფრო ძაბავს ისედაც დაძაბულ მდგომარეობას. მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისაგან, რის შესახებაც ნაკლებად ინფორმირებულები არიან", - აცხადებენ მუსლიმთა კავშირში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ წინწყაროში მცხოვრებ მუსლიმებს ლოცვის გამართვა დღეს სურთ, თუმცა თავს დაცულად ვერ გრძნობენ. 

"აქედან გამომდინარე, მათ, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ განახორციელონ პარასკევის ტრადიციული ლოცვა. მოცემულ მდგომარეობას ვაფასებთ, როგორც საქართველოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების რეალიზების მხრივ კრახის ტოლფასად, რაც ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე. იმედს ვიტოვებთ, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი, სამართალდამცავი ორგანოები მიიღებენ შესაბამის ზომებს", - ნათქვამია განცხადებაში.

სო­ფელ წინ­წყა­რო­ში რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე კონ­ფლიქ­ტი ნოემბრის ბოლოს დაიწყო. ად­გლობ­რივ­მა ეკო­მიგ­რან­ტებ­მა სვა­ნე­თი­დან, თა­ნა­სოფ­ლელ ეკო­მიგ­რან­ტებს აჭა­რი­დან სიტ­ყვი­ე­რი შე­უ­რაც­ხყო­ფი­თა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით მუს­ლი­მუ­რი სამ­ლოც­ვე­ლოს და­ხურ­ვა მოს­თხო­ვეს. კერ­ძო სახ­ლში სამ­ლოც­ვე­ლო უკ­ვე მე­სა­მე თვეა მოქ­მე­დებს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სოფ­ლი­დან მუს­ლი­მე­ბის გა­ძე­ვე­ბით იმუქ­რე­ბი­ან. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

კომენტარები