ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი მზად არის ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე გახდეს

საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიის მესამე პავილიონში პარტია ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ყრილობა ჩატარდა. 

როგორც ყრილობის დაწყებამდე, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზად არის, პოლიტიკურ გაერთიანებას "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" სათავეში ჩაუდგეს. მისივე თქმით, ქართული ოცნების ყრილობა სავარაუდოდ იანვარში გაიმართება.

"პარტიის თავმჯდომარეობას ნამდვილად ვაპირებ. დასაზუსტებელია საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები და ყრილობამდე დარჩენილ დროში შესაძლოა, მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულება მოვახერხოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

პარტია ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ყრილობის დელეგატებმა, პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარედ ერთხმად დაამტკიცეს ირაკლი ქადაგიშვილი, ხოლო ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ალასანია პარტიის ერთ-ერთ ლიდერად და გამგეობის წევრად რჩება.

დელეგატებმა ასევე დაამტკიცეს პარტიის ახალი წესდება გამგეობა განახლებული შემადგენლობით და სარევიზიო კომისია.

ყრილობაზე მოხსენებით გამოვიდა პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია. პარტიის მიერ 2009-2012 წლების განმავლობაში გაწეული მუშაობის შემაჯამებელი ანგარიში, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა წარმოადგინა.

კომენტარები