ქართული ოცნება

ივანიშვილი: თუ ასე გაგრძელდა, საპრეზიდენტო არჩევნებში სერიოზული კონკურენტი ვერ გვეყოლება

თუ ასე გაგრძელდა, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებში ჩვენ სერიოზული კონკურენტი ვერ გვეყოლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, თავისუფალი დემოკრატების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, კოალიციის შიგნით კონკურენცია უნდა გაღრმავდეს, თუმცა გუნდურობის პრინციპი მაინც უნდა შენარჩუნდეს.

"დღეს ჩვენ გვყავს ოპონენტები ყოფილი ხელისუფლების მხრიდან, რომლებიც კონსტრუქციულ ოპონირებას ვერ ახერხებენ. ისინი აგრძელებენ ძველ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ მსვლელობას. მიუხედავად ჩემი მრავალმხრივი მოწოდებისა, ისინი უარს არ ამბობენ ძალადობაზე და უარს ამბობენ ითანამშრომლონ ქვეყნის აღმშენებლობასთან დაკავშირებით. მე, როგორც ვხედავ, სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, შემდგომ არჩევნებში ჩვენ სერიოზული ოპონენტი ვერ გვეყოლება. ამისთვის აუცილებელია შიდა კონკურენციის გაღრმავება. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ გუნდურობა, მაგრამ უნდა გაღრმავდეს შიდა კონკურენციაც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილი სიტყვით გამოსვილსას, საპარლამენტო არჩევნებზე ზუგდიდში მიღებული შედეგების საკითხსაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, ''რაღაც მოხდა'', რის შემდეგაც კოალიცია ზუგდიდში დამარცხდა. 

"დასანანი შედეგი მივიღეთ სამეგრელოში და ეს შემდგომში კვლევას საჭიროებს. ძალიან დიდი მუხტი იყო ზუგდიდში. რაღაც მოხდა, სადღაც მოგვატყუეს. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ბოლომდე დაფიქსირება იმ დარღვევების, რაც იყო. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამეგრელოში გამარჯვებას და ყველაზე დიდი ენერგია სწორედ აქ დავხარჯე. მე დღემდე არ მჯერა ამ შედეგების და ვფიქრობ, რომ დამატებით კვლევას საჭიროებს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პარ­ტია ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო - თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის ყრი­ლო­ბა ჩა­ტარ­და. ყრი­ლო­ბის დე­ლე­გა­ტებ­მა, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რედ ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლი დაამტკიცეს, ხო­ლო ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ალა­სა­ნია პარ­ტი­ის ერთ-ერთ ლი­დე­რად და გამ­გე­ო­ბის წევ­რად რჩე­ბა. 

კომენტარები