NDI-ის კვლევა

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარმოადგენს

დღეს, 12 დეკემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარმოადგენს.

 NDI-ის უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევა ნოემბერში ჩატარდა თემაზე – "საზოგადოების განწყობა საქართველოში". კვლევის  საველე სამუშაოები, საქართველოს მასშტაბით, 14-25 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა და წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 1,947 პირისპირ ინტერვიუს ეფუძნება.

შეგახსენებთ რომ, NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

კომენტარები