საპარლამენტო უმცირესობა

გაბაშვილი: ივანიშვილს საქართველოში დიქტატურის დამყარება სურს

საქართველოს პარლამენტში უმცირესობის საგანგებო სხდომა შეიკრიბა. ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში უმცირესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა.

გაბაშვილის განცხადებით, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის დაკავება „არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა“, რადგან „ვერავინ დაიჯერებს, რომ გვარამია რაიმე საფრთხეს წარმოადგენს, მიიმალებოდა ან არ ითანამშრომლებდა გამოძიებასთან“.

გაბაშვილი ოპოზიციური ტელეკომპანიის დირექტორის დაკავების ფაქტს უპრეცედენტოს უწოდებს.

„ივანიშვილს სურს საქათველოში ჩამოაყალიბოს სრულყოფილი დიქტატურა და ამისთვის დამოუკიდებელი ტელეკომპანიების პარალიზება მოახდინოს“, - განაცხადა გაბაშვილმა.

 

კომენტარები