მთავარი პროკურატურა

შოთა ხიზანიშვილს ბრალი უმძიმდება

შს მინისტრისა და თბილისის მერის ყოფილ მოადგილეს შოთა ხიზანიშვილს ბრალი უმძიმდება. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პროკურატურა ხიზანიშვილს კიდევ ორი მუხლით წაუყენებს ბრალს - ცრუ დასმენა და პოლიტიკური პარტიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა. 

შოთა ხიზანიშვილს დღემდე ორი მუხლით ჰქონდა ბრალი წაყენებული - 158-ე (ფარული მოსმენები) და 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). 

 მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, რომ ერთ მუხლთან მიმართებაში ხიზანიშვილს ამნისტია შეეხო. აქედან გამომდინარე, ჭაბაშვილი გეგმავს, სასამართლოს ხიზანიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. 
შინაგან საქმეთა მინისტრისა და თბილისის მერის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი 2012 წლის 15 ნოემბერს დააკავეს. 

კომენტარები