ავსტრალიის ღია პირველობა

ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო

0 კომენტარი

ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი გახდა, ვინც ზედიზედ სამჯერ მოახერხა ავსტრალიის ღია პირველობის ტიტულის მოგება. სერბმა, ბრიტანელი ენდი მარეი 6-7, 7-6, 6-3, 6-2 დაამარცხა.

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და გულშემატკივარმა მთლიანობაში შესანიშნავი დაპირისპირება იხილა.

დასაწყისში მარეი დომინირებდა, პირველი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა და ბრიტანელის გამარჯვებით დასრულდა.

შემდეგი სეტიც ასეთივე სცენარით განვითარდა, თუმცა ამჯერად ჯოკოვიჩმა იმარჯვა. ამის შემდეგ, სერბმა მოახერხა საკუთარ თამაშში გარდატეხა მოეხდინა და შეხვედრა შედარებით იოლად მიიყვანა სასურველ შედეგამდე.

შეგახსენებთ, რომ მარეიმ ჯოკოვიჩი სექტემბერში ნიუ იორკში დაამარცხა. ბრიტანელს იმავეს გამეორება ახლაც სურდა, რის შემდეგაც იგი 1934 წლის შემდეგ ხსენებული ტიტულის მომგები პირველი ბრიტანელი ჩოგბურთელი გახდებოდა, თუმცა ამის გაკეთება ვერ შეძლო.

"დიდი სიხარულია. ამ ტიტულის ხელახლა მოგება შესანიშნავი გრძნობაა. დიდი სლემის ტურნირებს შორის, ეს ჩემი საყვარელი შეჯიბრებაა. ძალიან მიყვარს აქაურობა", - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები