რუსულ-ქართული მოლაპარაკებები

ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს თებერვლის ბოლოს შეხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა თებერვლის ბოლოს გაიმართება. აბაშიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრის ადგილი ჯერ დაზუსტებული არ არის. 

"ჩვენ უკვე მოვნიშნეთ განსახილველი თემები, რომლებზეც ამ შეხვედრაზე ვისაუბრებთ. შეხვედრა პირისპირ გაიმართება, თუმცა ეს იქნება შვეიცარიაში, თუ სადმე სხვაგან, ჯერ დაზუსტებული არ არის", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. 

აბაშიძისა და კარასინის პირველი შეხვედრა 2012 წლის დეკემბერში, ჟენევაში გაიმართა. 

 

 

 

კომენტარები