ამხანაგური მატჩი

გერმანელებმა საფრანგეთის ნაკრები პარიზში დაამარცხეს

გერმანიის ნაკრებმა პარიზში, საფრანგეთის გუნდი ტომას მიულერის და სამი ხედირას გოლებით 26 წლის განმავლობაში პირველად დაამარცხა.

44-ე წუთზე ბენზემას დარტყმული ხარიხას მოხვდა, თუმცა დამატებაზე ვალბუენამ თავით ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ ბენზემას გოლი  უკანასკნელ 10 სანაკრებო მატჩში ვერ გააქვს.

მეორე ტაიმის დასაწყისში გოლი ლიორისმაც გაუშვა. მიულერის ზუსტი დარტყმა და 1-1.

ფრანგებს ნახევარდაცვაში შესამჩნევად უჭირდათ, თუმცა მასპინძელთაგან ყველაზე აქტიურები რიბერი და ვალბუენა იყვნენ.

74-ე წუთზე მესუთ იოზილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ხედირამ გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 1-2.

შემდეგ თვეში საფრანგეთი საქართველოსა და ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო გერმანიას ყაზახეთთან მატჩი ელის.

კომენტარები