სახელმწიფო ბიუჯეტი

მთავრობა მანანა არჩვაძე-გამსახურდიას დაგროვილ დავალიანებას – 130 ათას ლარს გადაურიცხავს

საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება (N76), რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, ბიუჯეტიდან 130 ათასი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. 
აღნიშნული განკარგულება მთავრობამ 21 იანვარს დაამტკიცა. 
„საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბატონი ზვიად გამსახურდიას ოჯახის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან“ უზრუნველყოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ქვრივისთვის მანანა არჩვაძე-გამსახურდიასთვის 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარის გადარიცხვა, მის მიერვე წარმოდგენილ ანგარიშზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარები