ქართული ოცნება

პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭო 21 წევრით დაკომპლექტდა

პარტია ქართული ოცნების ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭო აირჩიეს. საბჭო 21 წევრით დაკომპლექტდა: ელისო ჩაფიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ირინა იმერლიშვილი, ივანე კიღურაძე, ირაკლი ტრიპოლსკი, ირაკლი სესიაშვილი, თამაზ ავდალიანი, ზვიად კვაჭანტირაძე, ნოდარ ხადური, კახი კალაძე, ზურაბ აზმაიფარაშვილი, დათო ფაცაცია, ირაკლი ჟორჟოლიანი, ზაქარია ქუცნაშვილი, მურმან დუმბაძე, ალი ბაბაევი, გივი ჭიჭინაძე, დავით საგანელიძე, უჩა მამაცაშვილი და მანანა კობახიძე.

პარტიას თავჯდომარის ნაცვლად პოლიტსაბჭო უხელმძღვანელებს. აქამდე დროებითი თავმჯდომარის თანამდებობა მანანა კობახიძეს ეკავა. დღევანდელ ყრილობაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. საქართველოს კანონმდებლობა უკრძალავს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს პარტიის თავმჯდომარეობას.  ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა.

კომენტარები