რუსული ბაზარი

როსპოტრებნადზორმა იმ კომპანიების სია გამოაქვეყნა, რომელთაც რუსულ ბაზარზე მოხვედრა შეეძლებათ

როსპოტრებნადზორმა იმ ქართული კომპანიების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთაც რუსულ ბაზარზე მოხვედრის შესაძლებლობა ეძლევათ. არჩეულმა კომპანიებმა ამისთვის დოკუმენტაცია და პროდუქციის ნიმუშები უნდა წარადგინონ. 

კომპანიების ჩამონათვალში მოხვდნენ - მინერალური წყლები : ბორჯომი, ნელსი, საირმე, აქვა გეო. ბოთლის ღვინის ან კონიაკის მწარმოებელი კომპანიები: ახალშენი 2005, ბაგრატიონი 1882, ბადაგონი; ბატონო, ძმები ასკანელები, ვაზი პლიუსი, ღვინის მწარმოებელი ხარება, ვინივერია, ღვინის კომპანია დუგლაძე, შუმი, გრუზვინპრომი, ქართული ღვინის სახლი, კახეთის ტრადიციული მეღვინეობა, კახური ღვინის მარანი, კახური, ქიმერიონი, ქინძმარაულის მარანი, ალავერდი, GWS, კორპორაცია ქინძმარაული, კორპორაცია ქართული ღვინო, მანავის მარანი, მარნისკარი, ოჟიოს მარანი(ალავერდის მონასტერი), სარაჯიშვილი, გომი, თბილღვინო, თელავის ღვინის მარანი. თელიანი ველი, თბილისის მარანი, თბილისის ღვინის მარანი, წინანდლის ძველი ღვინის მარანი, გიორგი მირიანაშვილის ჩელტი, შატო მუხრანი, შუხმან ვაინს ჯორჯია, ნისელი-ბაგრატიონი.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ქართული ღვინისა და მინერალური წყლების პირველი ნაკადი რუსეთისკენ სავარაუდოდ მაისის ბოლოსკენ გაიგზავნება. მისი თქმით, ''ფაქტობრივად, ყველა შემოწმებულმა საწარმომ გამოცდა ჩააბარა''.

შეგახსენებთ, როსპოტრებნადზორის სპეციალისტები საქართველოში ინსპექტირებას 25 თებერვლიდან ახორციელებდნენ. სულ ღვინის 37 საწარმო და მინერალური წყლის 4 კომპანია შემოწმდა.

კომენტარები