BNP Paribas საჩოგბურთო ტურნირი

ნადალმა ფედერერი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

რაფაელ ნადალმა ბი ენ პი პარიბასის ტურნირზე როჯერ ფედერერს იოლად, ანგარიშით 6-4 6-2 სძლია და ნახევარფინალში გააღწია.

ესპანელმა მოქმედი ჩემპიონი საათსა და 24 წუთში დაამარცხა.

ნადალმა ფედერერთან ურთიერთშეხვედრებში სხვაობა 19-მდე გაზარდა და ახლა შეფარდება 19-10-ზეა.

ნახევარფინალში რაფაელ ნადალის მეტოქე მეექვსე ნომრად განთესილ ჩეხ ტომას ბერდიხს შეხვდება.

- რა თქმა უნდა ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, დიდი ხანი გამიცდა და ნახევარფინალში გასვლა ძალიან მიხარია. არ ვიცი გრძნობდა თუ არა როჯერი, რომ დღეს საღამოს, ასი პროცენტით მზად იყო, მაგრამ მე მას წარმატებებს ვუსურვებ, - განაცხადა ნადალმა.

- ახლა მხოლოდ ვარჯიშზე ვფიქრობ, მინდა დავისვენო და შემდეგ ძალები ავინაზღაურო ამ ძალიან მძიმე კვირის შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ტურნირში მივიღე მონაწილეობა, - ეს როჯერ ფედერერის სიტყვებია.

 

კომენტარები