ოკუპირებული ტერიტორიები

ვანუატუ აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღარ აღიარებს

ვანუატუ, რომელმაც რუსეთთან, ნიკარაგუასთან, ვენესუელასთან, ნაურუსა და ტუვალუსათან ერთად რამდენიმე წლის წინ აფხაზეთი აღიარა, აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება „გაუგებრობის“ შედეგი იყო. „დიპლომატიურად შიზოფრენიული კუნძული”, როგორც მას Eurasia.net-მა უწოდა, ოკეანეთში მდებარეობს, მისი მოსახლეობა 225 ათასს შეადგენს.  

ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2011 წლის მაისში აღიარა და მასთან უვიზო მიმოსვლა გამოაცხადა. მოგვიანებით, 2011 წლის ივნისში, ეს გადაწყვეტილება საჯაროდ უარყო. თუმცა, ერთი თვის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფრედ კარლოტმა ხელახლა დაადასტურა აფხაზეთის ცნობის გადაწყვეტილება.

თუმცა, როგორც 18 მარტს რადიო ახალი ზელანდიის საერთაშორისო  ოფისს  ვანუატუს საგარეო საქმეთა გენერალურმა დირექტორმა ჯონი კუანაპომ განუცხადა, ამ ორი წლის განმავლობაში კუნძულის მთავრობა „მხოლოდ ფიქრობდა“ აფხაზეთის აღიარებაზე. როგორც მან აღნიშნა, „ეს მხოლოდ გაუგებრობა იყო“ და ახლა ვანუატუს სურს თბილისთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება. 

კომენტარები