რომან აბრამოვიჩი

რუსული მედიის ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩი დააკავეს

დღეს, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი, აშშ-ში FBI-მ დააკავა. ცნობა ამის შესახებ პირველად რუსულმა ტელეარხმა ერ-ბე-კა-მ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. როგორც ერ-ბე-კა ვარაუდობს, დაკავების მიზეზი აბრამოვიჩის ბიზნესს ან ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალებას უკავშირდება.

რომან აბრამოვიჩის წარმომადგენელი, ჯონ მანი, რუსი მილიარდერის დაკავების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც მან რია ნოვოსტის განუცხადა, "ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება".

გარდა ამისა, news.ge-ის ინფორმაციით, სააგენტო LIFE NEWS-ი გამოძიების ფედერალურ ბიუროს დაუკავშირდა, სადაც მათ განუცხადეს, რომ ამის შესახებ არაფერი სმენიათ.

 

კომენტარები