საპრეზიდენტო არჩევნები

გიგი უგულავა პრეზიდენტობის კანდიდატი არ გახდება

ნაციონალური მოძრაობა 2013 წლის არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატად გიგი უგულავას არ განიხილავს. როგორც 28 მარტს ჟურნალისტებს, ნაძალადევის რაიონში ადგილობრივ მოსახლეობასთან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განუცხადა, ის არ აპირებს პრეზიდენტის პოსტზე კენჭი იყაროს და ამ საკითხს  არც პარტია განიხილავს. 

"მე ვარ ქალაქის მერი, არჩეული პირდაპირი წესით 2014 წლამდე. მაქვს უამრავი გეგმა, პროექტი, რომლებიც დაწყებულია, სოციალური, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც უნდა მივიდეს 2014 წლამდე და, შესაბამისად, მომდევნო მერმა რომელსაც აირჩევს ქალაქი, იმან გადაიბაროს. ეს თანამდებობა რომ მიკავია, ჩემთვის დიდი პატივი და გამოწვევაა. შესაბამისად, არსად წასვლას არ ვაპირებ, რაც არ უნდა სხვა თანმდებობა მიმზიდველი ჩანდეს ვინმესთვის", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

კომენტარები