ინფლაცია

მარტში წლიურმა დეფლაციამ 2.1% შეადგინა

საქართველოში წლიური ინფლაცია მარტში -2.1% იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მარტში ინფლაციამ წინა თვესთან შედარებით -0.1% შეადგინა. 

დეფლაციის შედეგად მარტში სურსათზე ფასმა 3.1%-ით იკლო, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის და აირის ჯგუფზე ფასები 8.2%-ით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, მიუხედავად დეფლაციისა, მარტში ჯანდაცვის მომსახურებებზე ფასები 3.3%-ით გაიზარდა.

კომენტარები