შსს

შსს-ს წინასწარი დაკავების იზოლატორის საკნებში ვიდეომეთვალყურეობა დასაშვები ხდება

შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ბრძანების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის საკნებში  ვიდეომეთვალყურეობა დაშვებული ხდება.  ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. 

ახალი ბრძანების თანახმად, იზოლატორებში ვიდეომეთვალყურეობის წარმოება დასაშვებია იზოლატორში მოთავსებული პირების და იზოლატორის პერსონალის უსაფრთხოების, დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის აღკვეთის, იზოლატორებში სამართალდარღვევების პრევენციის, აგრეთვე იზოლატორების მუშაობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ იზოლატორებში ვიდეომეთვალყურეობის წარმოებამ იზოლატორის პერსონალის მიერ იზოლატორში მოთავსებული პირების შემოწმება და მათთან უშუალო კონტაქტის განხორციელება არ უნდა ჩაანაცვლოს.

კომენტარები