აშშ-საქართველოს ურთიერთობები

ქართველ მეცნიერებს fulbright-ის პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ

 

 

 

 დღეს, 15 აპრილს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის  ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რაც საქართველოში fulbright-ის პროგრამის ამოქმედებას გულისხმობს. 

 

 

 

 პროგრამა უნივერსიტეტის ლექტორებსა და ქართველ  პროფესორებს საშუალებას მისცემს პოსტსადოქტორო კვლევა აშშ-ში გააკეთონ.  fulbright-ის პროგრამა, რომელიც აშშ-ს მთავრობამ 1946 წელს აამოქმედა,  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტიპენდიაა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები სხვა ქვეყნების მკვლევრებს სთავაზობს.  

 ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დოკუმენტს ხელი საქართველოში ვიზიტად მყოფმა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტარა სონენშაინმა მოაწერა. სონენშაინი საქართველოში 13 აპრილს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა მედიის წარმომადგენლებსა და ამერიკული გაცვლითი პროგრამების მონაწილეებს.  სონენშაინმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოხატვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობის შესახებ ლექციაც წაიკითხა.  მისი თქმით, საქართველო მედიის დამოუკიდებლობის კუთხით დიდ პროგრესს განიცდის თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.  

 

 

"ამერიკის შეერთებული შტატები  ცდილობს მხარი დაუჭიროს საქართველოს ამ ძალისხმევაში.აშშ ასევე მხარს უჭერს სხვადასხვა საგანმანთლებლო პროგრამებს საქართველოში.არსებობს მრავალი გაცვლითი პროგრამა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. საქართველოდან 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველა პროგრამას აქვს თავისი დატვირთვა, მნიშვნელობა და ამერიკა განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ამ მიმართულებით", - აღნიშნა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ. 

 

ტარა სონენშაინი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილედ, სახალხო დიპლომატიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში  2012 წელს დაინიშნა.  სონენშაინმა კარიერა მედიაში დაიწყო და წლების განმავლობაშიABC-ის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი იყო. ის ასევე აქვეყნდებდა სტატიებს New York Times-ს Washington Post-სა და Newsweek-ში. 

 

 

 

კომენტარები