საპარლამენტო უმცირესობა

გაბაშვილი: თუ ბატონი როლანდი შვილს ეთანხმება, მისი ადგილი ჩვენთან აღარ არის

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი გაბაშვილი მიიჩნევს, რომ თუ დეპუტატი როლანდ ახალაია თავისი შვილის განცხადებას ეთანხმება, მისი ადგილი ნაციონალურ მოძრაობაში არ არის. მისი თქმით, ახალაიას ფრაქციის დატოვების თხოვნით ჯერჯერობით არავისთვის მიუმართავს. 

"ყველას თავისი არჩევანი აქვს და ამ არჩევანში თავისუფალია", - აცხადებს გაბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ როლანდ ახალაიას შვილის, დათა ახალაიას სახელით, რამდენიმე დღის წინ წერილი გავრცელდა, სადაც თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე  ვანო მერაბიშვილს ბრალს სდებს ლაფანყურის ოპერაციის მოწყობასა და ციხის კადრების გავრცელებაში. წერილში აღნიშნულია, რომ მერაბიშვილი ამას ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებდა. 

კომენტარები