ტერაქტი

ბარაკ ობამას წერილით საეჭვო ნივთიერება გაუგზავნეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დაცვის სამსახურის განცხადებით, პრეზიდენტ ობამას წერილის საშუალებით საეჭვო ნივთიერება გაუგზავნეს. წერილი დაცვის სამსახურმა ამოიღო.

გამოთქმული ვარაუდის მიხედვით, საეჭვო ნივთიერება რიცინია. იგივე ნივთიერებით წერილი სენატორ როჯერს გუშინ გაუგზავნეს. ვერცერთმა მათგანმა ადრესატამდე ვერ მიაღწია. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ Fox News-ი ავრცელებს. მედია ორგანიზაციის ინფორმაციით, ობამასთვის გაგზავნილი წერილს ჯერ კიდევ ამოწმებენ. 

ორივე წერილში ერთი და იგივე ფრაზა ეწერა - "დაინახო, რომ რაღაც არასწორია და ამის შესახებ არ ისაუბრო, ნიშნავს ხელი შეუწყო მის გაგრძელებას. [...] მე ვარ KC და მე ვადასტურებ ამ შეტყობინებას".

დაცვის სამსახურმა უარი განაცხადა ეჭვმიტანილის დასახელებაზე. თუმცა სენატორ კლერ მაკკასკილის თქმით, პოლიციას ეჭვმიტანილი უკვე ჰყავს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, რიცინი ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ნივთიერებაა და მის წინააღმდეგ წამალი არ არსებობს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, აქვს თუ არა კავშირი წერილებს ბოსტონის ტერაქტთან.

2001 წელს სენატორებს ტერორისტებმა წერილის სახით ანტრაქსი, იგივე ციმბირული წყლული გაუგზავნეს.  

 

 

კომენტარები