რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

პუშკოვი: საქართველოს ახალი ხელისუფლების განცხადებები სააკაშვილის განცხადებების შესაბამისია

"რუსეთის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს საგარეო პოლიტიკის შესახებ დაუსვამს კითხვას",-  რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა  რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა. მისი თქმით, რუსეთის დელეგაცია აპირებს ჰკითხოს ბიძინა ივანიშვილს, რამდენად აპირებს საქართველოს ახალი მთავრობა საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში.
"გვაინტერესებს პოლიტიკა რუსეთთან ურთიერთობის კუთხით, რადგან, ჯერჯერობით საქართველოს ახალი ხელისუფლების ოფიციალური განცხადებები ისევ იმ პოლიტიკასთან მოდის შესაბამისობაში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ატარებდა. ჩვენ გვინდა გავიგოთ, რა ცვლილებები იქნება, რომელიც მოგვცემს საფუძველს ჩავთვალოთ, რომ არის შესაძლებლობა იმისა, გვქონდეს იმედი საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების", - აღნიშნა პუშკოვმა. 
 საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით 23 აპრილს გამოვა. მიმართვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.

კომენტარები