ვეტო

პრეზიდენტის შენიშვნები საერთო სასამართლოების კანონპროექტის შესახებ, პარლამენტს უკვე გადაეგზავნა

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შენიშვნები საერთო სასამართლოების კანონპროექტის შესახებ პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. პრეზიდენტი მმართველ გუნდს რამდენიმე ფუნდამენტური საკითხის გადახედვას და ალტერნატიულ საკანონმდებლო წინადადებას სთავაზობს. 

მიხეილ სააკაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილების შეცვლას, საბჭოში მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებული შეზღუდვის კორექტირებას, ასევე პარლამენტის მიერ ასარჩევ წევრთა არჩევის განსხვავებული წესის შემოღებას ითხოვს. გარდა ამისა, სააკაშვილი საბჭოში ერთი წევრის პრეზიდენტის მიერ არჩევის საკანონმდებლო წინადადებით გამოდის. 

შეგახსენებთ, ქვეყნის პირველმა პირმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ისარგებლა და პარლამენტის მიერ მიღებულ ორ კანონპროექტს ვეტო დაადო. 

პირველი კანონპროექტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ეხება. ხოლო მეორე - ბრალდებულის უფლების შეზღუდვას, თავად აირჩიოს, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს თუ არა. 

კომენტარები