განათლების სისტემა

ილიაუნი და თსუ პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებას სთხოვენ

ილი­ა­უ­ნი და თსუ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს მი­მარ­თა­ვენ, გა­მო­ი­ყე­ნოს ვე­ტოს უფ­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ 19 აპ­რილს მი­ღე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სში შე­სულ ცვლი­ლე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბით. ორი­ვე რექ­ტო­რის მი­ერ ხელ­მო­წე­რი­ლი ღია წე­რი­ლი დღეს, 7 მა­ისს უკ­ვე გა­და­ეგ­ზავ­ნა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს.

რო­გორც დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, გი­გი თევ­ზა­ძემ გა­ნაც­ხა­და, ამ ცვლი­ლე­ბე­ბით უნი­ვე­რის­ტე­ტის ავ­ტო­ნო­მია იზ­ღუ­დე­ბა.

"(ცვლი­ლე­ბე­ბის) მი­ხედ­ვით მთავ­რო­ბას უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და მი­სი საბ­ჭო­ე­ბის უკით­ხა­ვად შე­უც­ვა­ლონ სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებს იუ­რი­დი­უ­ლი ფორ­მა, ანუ კერ­ძო სა­მარ­თა­ლის სუ­ბი­ექ­ტის სტა­ტუ­სი შე­იც­ვა­ლოს სა­ჯა­რო სა­მარ­თლის სუ­ბი­ექ­ტის სტა­ტუ­სად. ეს ფაქ­ტი, რომ ამ შეს­წო­რე­ბით უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ნო­მია იზ­ღუ­დე­ბა იწ­ვევს ჩვენს წუ­ხილს. ამი­ტომ, პრე­ზი­დენტს თხოვ­ნით მივ­მარ­თავთ, რომ და­ა­დოს ვე­ტო ამ ცვლი­ლე­ბებს", - გა­ნაც­ხა­და გი­გი თევ­ზა­ძემ.

გი­გი თევ­ზა­ძე აც­ხა­დებს, რომ მან ამ სა­კით­ხთან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცია გა­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თა­ნაც.

"მე მან მით­ხრა, რომ და­მეხ­მა­რე­ბო­და მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, თუმ­ცა სა­მი­ვე მოს­მე­ნით, ფაქ­ტია, რომ კა­ნონ­პრო­ექ­ტი მი­ღე­ბუ­ლია", - აღ­ნიშ­ნა თევ­ზა­ძემ.

რექ­ტო­რე­ბის მი­ერ ხელ­მო­წე­რის ღია წე­რილს ტა­ბუ­ლა უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

მის აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს
ბ-ნ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს
07.05.2013

ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო,

რო­გორც თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა 2013 წლის 19 აპ­რილს მი­ი­ღო შემ­დე­გი შეს­წო­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სში:

„38.1.არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის სა­მარ­თლებ­რი­ვი ფორ­მის შეც­ვლა და­უშ­ვე­ბე­ლია, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც სა­მარ­თლებ­რი­ვი ფორ­მის შეც­ვლით ის გარ­და­იქ­მნე­ბა სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­ულ პი­რად;

38.11 . არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დუ­ლი პი­რის გა­ყო­ფა (და­ყო­ფა, გა­მო­ყო­ფა), შერ­წყმა (გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, მი­ერ­თე­ბა) და ლიკ­ვი­და­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტის ლიკ­ვი­და­ცი­ი­სათ­ვის/რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით."

ეს შეს­წო­რე­ბა უფ­ლე­ბას აძ­ლევს მთავ­რო­ბას უხე­შად ჩა­ე­რი­ოს არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ფორ­მით არ­სე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის - სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში და მო­ახ­დი­ნოს მა­თი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის მოქ­მე­დი სუ­ბი­ექ­ტე­ბის, პრო­ფე­სო­რე­ბის და სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი - კო­ლე­გი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო­ე­ბის და­უ­კით­ხა­ვად და მა­თი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. ამით უქ­მდე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ფუ­ძემ­დებ­ლუ­რი პრინ­ცი­პი - აკა­დე­მი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლის უპი­რო­ბო წყა­როც უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის თვით­მმარ­თვე­ლო­ბაა.

გარ­და ამი­სა, ეს შეს­წო­რე­ბა გა­ად­ვი­ლებს მთავ­რო­ბის მი­ერ აა­იპ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის უძ­რა­ვი, მოძ­რა­ვი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის მით­ვი­სე­ბას: სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ქო­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­ში გა­დას­ვლა ბევ­რად უფ­რო ად­ვი­ლი და სა­მარ­თლებ­რი­ვად ნაკ­ლე­ბად წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, ვიდ­რე ეს კერ­ძო სა­მარ­თლის სუ­ბი­ექ­ტი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შემ­თხვე­ვა­შია. ამით და­ირ­ღვე­ვა პრო­ფე­სო­რე­ბის, მკვლევ­რე­ბის და სტუ­დენ­ტე­ბის ერ­თო­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი და მათ მი­ერ შექ­მნი­ლი კერ­ძო და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა.

რო­გორც თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია, კერ­ძო და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის წარ­მა­ტე­ბის უპი­რო­ბო და გარ­და­უ­ვა­ლი სა­ფუძ­ვე­ლია: ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი რე­ი­ტინ­გით, მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, დამ­ფუძ­ნებ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის მფლო­ბელ­ნი და თვით­მმარ­თველ­ნი არი­ან: მა­თი წარ­მა­ტე­ბა უკავ­შირ­დე­ბა კერ­ძო და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბას და შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უფ­ლე­ბას. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტის სრულ­ყო­ფი­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ქვე­ყა­ნა­ში ცოდ­ნა­ზე და ინო­ვა­ცი­ებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის გა­ჩე­ნა. 19 აპ­რი­ლის შეს­წო­რე­ბა სპობს იმ სა­ფუძ­ველს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თარ­დე­ბო­და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რა­მაც გა­მო­იწ­ვია სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლე­ბის და კვლე­ვის ხა­რის­ხის უპ­რე­ცე­დენ­ტო ზრდა და შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი მნიშვნე­ლო­ვა­ნი წინ­სვლა სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ურ რე­ი­ტინ­გში.

მე­ო­რე მხრივ, ჩვენ არ ვართ წი­ნა­აღ­მდე­გი, რომ რო­მე­ლი­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­დაწ­ყვი­ტოს სა­ჯა­რო სა­მარ­თლის სუ­ბი­ექ­ტად გახ­დო­მა, სა­ხელ­მწი­ფოს­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შეს­ვლა და ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის დათ­მო­ბის ხარ­ჯზე კონ­კრე­ტუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის მი­ღე­ბა. ვფიქ­რობთ, რომ ამის სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე და­ფიქ­სი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ოღონდ, სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე ასე­ვე უნ­და და­ფიქ­სირ­დეს, რომ ეს პრო­ცე­სი უნ­და გან­ხორ­ცილ­დეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა კო­ლე­გი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი საბ­ჭოს თან­ხმო­ბით და სურ­ვი­ლით.

ამი­ტომ, მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით, გა­მო­ი­ყე­ნოთ თქვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა და და­ა­დოთ ვე­ტო სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სში ა.წ. 19 აპ­რილს შე­ტა­ნილ ცვლი­ლე­ბას.

პა­ტი­ვის­ცე­მით:
ალექ­სან­დე კვი­ტაშ­ვი­ლი
თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი
გი­გი თევ­ზა­ძე
ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი

კომენტარები