რელიგიური შემწყნარებლობა

ილია მეორე და საქართველოს მუფთი ერთმანეთს შეხვდნენ

პატრიარქი

პატრიარქი ილია მეორე, მახათას მთაზე, წმიდა მატათა მოციქულის პანსიონში სრულიად საქართველოს მუფთს, ჯემალ პაქსაძეს შეხვდა. პაქსაძის თქმით, პატრიარქთან მეჩეთის მშენებლობის საკითხზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ილია მეორემ მართლმადიდებელთა და მუსლიმთა ერთობაზე ისაუბრა.

"დღევანდელი საუბარი აფხაზ და ქართველ ხალხთა შორის სიყვარულისა და პატივისცემის შესახებ იყო. მეჩეთთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. ვარ ბედნიერი, რომ პატრიარქი ქართველ მუსლიმებს მოიხსენიებს, როგორც ძმებს და დებს. ჩვენი ურთიერთობა არის ურთიერთდამი სიყვარულის, თანადგომის და პატივისცემაზე დაფუძნებული. ერთი სისხლი და ხორცი ვართ და ყველაფერი კარგი იქნება", - აღნიშნა ჯემალ პაქსაძემ.

 

კომენტარები