ამნისტია

საერთო ჯამში ამნისტია 17 533 პატიმარს შეეხო

mcla.gov.ge

12 მაისს ამნისტიის აღსრულებისათვის კანონით განსაზღვრული 4-თვიანი ვადა ამოიწურა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ უწყების ვებგვერდზე ანგარიში წარმოადგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, 12 იანვრიდან 12 მაისის ჩათვლით, საერთო ჯამში, ამნისტია შეეხო 17533 პატიმარს, აქედან საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლდა 8686 პირი (მათგან 175 პოლიტპატიმარი), საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა 767 მსჯავრდებულს, ხოლო შეუმცირდა - 8080 მსჯავრდებულს.
სამინისტროს ცნობით, ამნისტია ასევე შეეხო პრობაციის ეროვნული სააგენტოს აღრიცხვაზე მყოფ 27 653 პირობით მსჯავრდებულს, მათ შორის, პირობითი მსჯავრი სრულად მოეხსნა 17252 პირს.

კომენტარები