მიმართვა საქართველოს პატრიარქს

თომას ჰამარბერგმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართა

www.radiotavisupleba.ge

ევროკავშირის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, თომას ჰამარბერგმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიმართა.

"მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისში დღეს გამართული დემონსტრაცია ტრაგიკულად და ძალადობით დასრულდა, დაშავებულები არიან ადამიანები. ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ ქუჩებში ჯერაც არეულობაა და კვლავაც არსებობს ძალადობის რისკი. თქვენო უწმინდესობავ, ამ კრიზისულ სიტუაციაში, მჯერა, გააკეთებთ საჯარო განცხადებას, მოუწოდებთ დემონსტრანტებს დაშლისა და სახლებში დაბრუნებისკენ, რაც გადამწყვეტ წვლილს შეიტანს კანონისა და წესრიგის აღდგენაში", - ნათქვამია ჰამარბერგის მიმართვაში.

კომენტარები