მუსიკა

გარდაიცვალა The Doors-ის წევრი რეი მანზარეკი

რეი მანზარეკი
spiegel.de

75 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯგუფ The Doors-ის ერთ-ერთი დამაარსებელი რეი მანზარეკი.

მუსიკოსი გერმანიაში, ქალაქ როზენჰაიმის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მანზარეკს ნაღვლის სადინარის სიმსივნე ჰქონდა.

რეი მანზარეკმა ჯიმ მორისონთან ერთად ჯგუფი The Doors 1965 წელს ჩამოაყალიბა. კოლექტივი გასული საუკუნეების 60-იანი წლების ფსიქოდელიური როკის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახდა და შემდგომში მუსიკის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა. 1967-1971 წლებში ჯგუფმა 6 სტუდიური ალბომი ჩაწერა, რომელთა უმრავლესობაც როკის კლასიკად ითვლება.

1971 წელს ჯიმ მორისონის გარდაცვალების შემდეგ, მანზარეკი გარკვეული პერიოდით ჯგუფის ფრონტმენი გახდა, თუმცა 2 ალბომი, რომელიც კოლექტივმა მორისონის გარეშე გამოუშვა, დიდი წარმატებით არ სარგებლობდა. 1973 წელს, ჯგუფმა არსებობა საბოლოოდ შეწყვიტა.

The Doors-ში მოღვაწეობის შემდეგ, მანზარეკმა რამდენიმე სოლო ალბომი გამოუშვა და კინემატოგრაფიაშიც მოსინჯა ძალები.

 

კომენტარები