ძალადობის წინააღმდეგ

წულუკიანს ”არა თეოკრატიას” ორგანიზატორები აქციაზე მისვლას სთხოვენ

”არა თეოკრატიას” საინიციატივო ჯგუფი, იუსტიციის მინისტრს დღეს დაგეგმილ აქციაზე მისვლას სთხოვს. განცხადებას ტაბულა უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიმართვა:

ქ-ნო თეა, გთხოვთ დღეს, 24 მაისს, 19:00-ზე მობრძანდეთ დედაენის ბაღში და როგორც იუსტიციის მინისტრმა დააფიქსიროთ თქვენი აზრი 17 მაისის აქციის ძალადობრივად დაშლასთან დაკავშირებით.

საქართველოს მოქალაქეები დღეს ვიკრიბებით დედაენის ბაღში, რადგან მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში სასულიერო პირები სხვა მოქალაქეებთან შედარებით კანონის წინაშე პრივილეგიებით სარგებლობენ.

დიდ მადლობას მოგხსენებთ, თუ დღეს მობრძანდებით აქციაზე და დედაენის ბაღში შეკრებილ საზოგადოებას ამ საკითხებზე თქვენს აზრს მოახსენებთ.
პატივისცემით,

სანდრო ლომინაშვილი
თამარ გურჩიანი
ლაშა ბაქრაძე
ნათია ორაშვილი
ქეთა გაბუნია

კომენტარები