საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები

19-წლამდელების ფრე ინგლისთან

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები
msy.gov.ge

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ბელგიაში მიმდინარე ელიტრაუნდის პირველი ტურის შეხვედრაში კაცნაკლულ ინგლისის გუნდთან ფრედ - 1:1 ითამაშა.

მე-7 წუთზე შეხვედრის არბიტრმა მოედნიდან ინგლისელთა მეკარე ჯორდან პიკფორდი გააძევა. მერვე წუთზე ქართველი ახალგაზრდები, გიორგი ფანცულაიას მიერ გატანილი გოლის წყალობით დაწინაურდნენ  - 1:0

რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა გოლი მაინც გაუშვა - 38-ე წუთზე ინგლისელთა მხრიდან თავი მაქს კლეიტონმა გამოიჩინა.

მეორე ტაიმში ქართველი ფეხბურთელები უპირატესობას მფლობდნენ, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს. ქართველთაგან კვლავ გიორგი ფანცულაია აქტიურობდა, მეტოქის მხრიდან კი ყველაზე შესამჩნევი, ლონდონის არსენალის ფეხბურთელი ჩუბა აკპომი გალხდათ.

საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა, საქართველოს ნაკრები კი ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს.

ჯგუფის მეორე შეხვედრა მასპინძელი ბელგიის და შოტლანდიის ნაკრებებს შორის შედგა და ასევე ფრედ - 2:2 დასრულდა.

შემდეგ შეხვედრას ქართველი 19-წლამდელები შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ 26 მაისს, თბილისის დროით 15:00 სთ-ზე გამართავენ.

კომენტარები