აქცია

მაღაროელებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

0 კომენტარი
ფოტო: timer.ge

ჭიათურაში მაღაროელებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი ხელფასებისა და ღამით სამუშაო საათების ანაზღაურების 50%-ით გაზრდას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას და პრემიების სისტემის შემოღებას ითხოვენ. მუშები მაღაროს მფლობელ კომპანიას - ჯორჯიან მანგანეზს თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 72-საათიან ვადას უწესებენ. თუ ამ დროში კომპანია ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანხმობას არ განაცხადებს, მაღაროელები 28 მაისიდან მასობრივი გაფიცვებით იმუქრებიან. ჯორჯიან მანგანეზისთვის დაქირავებულებისგან ეს უკვე მეორე ულტიმატუმია: დაახლოებით ერთი კვირაა, კომპანიის მფლობელობაში მყოფი ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მუშები ანალოგიური მოთხოვნებით აქციებს მართავენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები