17 მაისის მოვლენები

მეუფე სტეფანე: მე დაგმობას ვერ ვშვები რა...

მეუფე სტეფანე
wikipedia.org

საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯიშვილი, ტელეკომპანია აჭარასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ 17 მაისს, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და მრევლის მიერ ორგანიზებული დარბევა, შეგვიძლია შევადაროთ ადამიანისთვის სახეში შეფურთხებასა და მასზე პასუხს. 

"ახლა დაისაჯოს ეს, დაისაჯოს ის - გაკივიან. ეს დასაჯონ, ის დასაჯონ. ამ პროვოკაციის მომწყობები უნდა დასაჯონ და ის, ვინც არასწორად მოიქცა, იმათ მიმართაც საჭიროა, რომ გარკვეულწილად იმათ მიეთითოს. მაგრამ მე კიდევ ვამბობ რა, მე დაგმობას ვერ ვშვები რა, ამ ხალხისა, ვინც ასე ხმამაღლა ან აგრესიულად ეწინააღმდეგებოდა. რატომ? ვთვლი, რომ არასწორია, მაგრამ თვითონ შინაგანად რატომ მოუვიდათ ეს, მესმის, სახეში რომ შეგაფურთხებენ, ამის შემდეგ შენ რას გააკეთებ, ვისაც უნდა, რომ თავის თავზე გასინჯოს ტოლერანტობა, ვიღაცა დაუყენონ და შეაფურთხონ სახეში და იყოს ტოლერანტული იმასთან, ვინც მას სახეში შეაფურთხებს. და იქიდან გამომდინარე გავარკვიოთ დანარჩენი საკითხი", - აცხადებს მეუფე სტეფანე.

 

კომენტარები