კრიმინალი

შსს-მ ”საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებაში ბრალდებული ორი პირი დააკავა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ბანკის ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა. სამინისტროს განცხადებით, ძველი თბილისის სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა ყაჩაღობაში ბრალდებული სერგო მ. და მისი თანამზრახველი ილია ქ. ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ბანკის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, მომხდარ დანაშაულში ბრალდებულის თანამზრახველი იყო. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

"სერგო მ. 2013 წლის 27 მაისს, საღამოს 9 საათზე თამარ მეფის გამზირზე, საქართველოს ბანკის ექსპრეს ცენტრის ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით დიდი თანხა - 11 757 ლარი, 3 740 ევრო და 13 958 აშშ დოლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სერგო მ. მომხდარიდან 3 საათში თბილისში, საარბრიუკენის მოედანზე რესტორან ტიფლისში დააკავეს. ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას ნაყაჩაღარი თანხა სრულად ამოღებულია ნივთმტკიცებად", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები