კვლევა

ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნებს შორის საქართველო მესამე ადგილზეა

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

World Values Survey-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში კითხვაზე - ისურვებდით თუ არა ჰომოსექსუალ მეზობელს? - გამოკითხულთა 92.6% უარყოფითად პასუხობს. კვლევის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Telegraph-იც ავრცელებს. საქართველო განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე არატოლერანტულია და რეიტინგში ბოლოდან მე-3 ადგილს იკავებს.

ტოლერანტობის თვალსაზრისით საქართველოზე უკეთესი მაჩვენებლები აქვთ თურქეთს, სერბეთს, ინდონეზიას, რუსეთს, უკრაინას, ჩინეთს, მალის, ეთიოპიას და სხვებს. როგორც ირკვევა, ზემოხსენებული თვალსაზრისით შედგენილ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ირანი და იორდანია ჩამორჩებიან. ირანში გამოკითხულთა 93 პროცენტს ჰომოსექსუალ მეზობელთან ერთად ცხოვრება არ სურს, ხოლო იორდანიაში - გამოკითხულთა 95,1 პროცენტს.

კომენტარები