ჟენევის მოლაპარაკებები

კარასინი ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტას არ გამორიცხავს

გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტას  არ გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ

"მოლაპარაკებების შეწყვეტის თეორიული შესაძლებლობა თანდათანობით პრაქტიკული ხდება", - ციტირებს გამოცემა ამერიკის ხმა კარასინის სიტყვებს.

ამერიკის ხმის ინფორმაციით, კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტის ალბათობაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც, მისი თქმით, საქართველოს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის შესახებ კონსულტაციები დაბლოკა.

ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტის ინიციატივით გამოდის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ გობოზოვიც.

"ამ დისკუსიების გამართვას აზრი არ აქვს. ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ტურიზმია და მეტი არაფერი", - დაწერა გობოზოვმა facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ჟენევის მოლაპარაკებები 25-26 ივნისს გაიმართა, შემდეგი რაუნდი კი 16 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი. 

კომენტარები