ტრანსფერი

ჯანო ანანიძე როსტოვში ითამაშებს

ჯანო ანანიძე
www.fc-rostov.ru

საფეხბურთო კლუბები როსტოვი და მოსკოვის სპარტაკი ჯანო ანანიძის არენდაზე შეთანხმდნენ. ქართველი ფეხბურთელი 2013/2014-ის სეზონის ბოლომდე როსტოვულ კლუბში ითამაშებს. არენდის ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვით მოსკოველებს სურვილის შემთხვევაში, ფეხბურთელის დაბრუნება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეძლებათ.

ჯანო ანანიძის დებიუტი მოსკოვის სპარტაკში 2009 წლის 1 აგვისტოს შედგა. რუსეთის პრემიერ-ლიგაში სპარტაკის შემადგენლობაში ანანიძემ 61 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ თეთრ-წითლების რიგებში 20 წლის ქართველს სათამაშო დრო იშვიათად ეძლეოდა და მიუხედავად იმისა, რომ ანანიძის ყიდვის სურვილით სპარტაკს სხვადასხვა დროს რამდენიმე კლუბმა მიმართა, მოსკოველები ნახევარმცველის გაყიდვაზე უარს აცხადებდნენ. მიუხედავად მწირი სათამაშო პრაქტიკისა, ანანიძე საქართველოს ნაკრების ძირითად ფეხბურთელად ითვლება, სადაც 20-ჯერ უთამაშია და 2 გოლი აქვს გატანილი.

 

კომენტარები