რელიგიური შეუწყნარებლობა

პაატა ზაქარეიშვილი: ადგილობრივ მუსლიმ მრევლს არ სურს ლოცვაში მონაწილეობა

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ  სოფელ სამთაწყაროში დაძაბულობას რეალური საფუძველი არ აქვს.

"დღეს ვაკვირდებოდით ლოცვის მიმდინარეობას. მართალია, სოფელში არსებობს დაძაბულობა, მაგრამ ამ დაძაბულობას რეალური საფუძველი არ აქვს და მხოლოდ მოარული ხმებით არის ნაკვები. ხალხი ამ ხმებს უჯერებს და ეს უმტკივნეულო საკითხი დაძაბულობაში იზრდება. დავინახეთ, რომ ადგილობრივ მუსლიმ მრევლს არ სურს ლოცვაში მონაწილეობა, რაც, არ არის გამორიცხული, შიშით იყოს გამოწვეული და ლოცვას ჩასული მუსლიმები ატარებენ. პარასკევის ლოცვის ჩასატარებლად საკმარისია რამდენიმე მუსლიმი პირის შეკრება და საჭირო რაოდენობა იკრიბება კიდეც, თუმცა, მათ შორის არ არიან ადგილობრივი მუსლიმები. იმედი მაქვს, რომ ისინი მალე დაიჯერებენ, რომ საფრთხე არ ემუქრებათ, ლოცვაში მიიღებენ მონაწილეობას და დაძაბულობაც საბოლოოდ აღმოიფხვრება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში, სადაც რამდენიმე თვის წინ მუსლიმთა ღვთისმსახურების წინააღმდეგ რელიგიური შეუწყნარებლობის ახალმა კერამ იფეთქა, ინციდენტები დღემდე გრძელდება. პარასკევის ტრადიციულ ლოცვაზე ადგილობრივმა მუსლიმებმა მისვლა ვერც დღეს, 5 ივლისს, შეძლეს. მას მხოლოდ ჩასულები ესწრებოდნენ.

კომენტარები