მამუკა მიქაუტაძის საქმე

კოჟორიძე: მიქაუტაძის გვამს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება

კახა კოჟორიძე
timer.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, მამუკა მიქაუტაძის გვამს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება. ამის შესახებ მას ექსპერტმა აცნობა. კოჟორიძის თქმით, თუ რაში გამოიხატება ეს დაზიანებები ექსპერტის დასკვნაში ჩაიწერება. 

საია-ს თამჯდომარის თქმით, მიქაუტაძის საქმე ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო საქმეა და დიდი ალბათობით, ის ვერსიები, რაც ოჯახს გააჩნია, სიმართლეა. ოჯახი ვარაუდობს, რომ მიქაუტაძე დაკითხვისას აწამეს და ჩვენება ისე მიაცემინეს, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

"ჩემი აზრით, იმ ჩვენებას ადამიანი ზეწოლის გარეშე არ დაწერდა. თავის დაწერილს არ გავდა. 100%-ით ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ რა შაბეჭდილებაც დამრჩა იმ ჩვენების წაკითვის შემდეგ, არის ეს. ჩვენ ახლა ვცდილობთ, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალები გავარკვიოთ," აცხადებს კოჟორიძე.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მამუკა მიქაუტაძე პოლიციამ დაკითხვაზე მოწმის სახით წაიყვანა. რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ მიქაუტაძემ ოჯახის წევრებს დაურეკა და უთხრა, რომ აწამეს, ცრუ ჩვენება მიაცემინეს და ამის გამო თავის მოკვლას აპირებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დაადასტურა, რომ მიქაუტაძე ნამდვილად იმყოფებოდა დაკითხვაზე. 

 

კომენტარები