ფარული ჩანაწერები

ტუღუში: შსს-მ ფარული ჩანაწერების ამსახველი დამატებით 5 ათასი ფაილი აღმოაჩინა

რადიო თავისუფლება

გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, შსს-მ, დამატებით, უკანონო ფარული ჩანაწერების ამსახველი 5 ათასი ახალი ფაილი აღმოაჩინა,

როგორც ლაშა ტუღუშმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შსს-ში უკანონო ფარული ჩანაწერების 12 ათასამდე ფაილი ინახებოდა და ახლა მათმა რიცხვმა 17 ათასზე მეტი შეადგინა. 

მისივე ინფორმაციით, აღმოჩენილი მასალები პოლიტიკური შინაარსისაა.

"ვითარება არის ისეთი, რომ ახალი ინფორმაციები სოკოებივით იზრდება, მუდმივად ხდება სადღაც რაღაცების აღმოჩენა, მომავალშიც უნდა ველოდოთ სიურპრიზებს", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა. 

რეზონანსის რედაქტორმა ასევე აღნიშნა, რომ, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, კომისია საქართველოს მთავრობის მრჩევლის თომას ჰამარბერგის რეკომენდაციებს ელოდება. 

კომენტარები