თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეოები

ღარიბაშვილი: არ ვთვლი, რომ ვიდეომუქარის გამოძიება გაჭიანურებულია

თალიბანის სახელით გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეოფირების გამოძიების საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"მე არ ვთვლი, რომ ეს ძალიან გაჭიანურებულია, პირიქით ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე მე არ ვახმაურებ გამოძიების დეტალებს ვინაიდან გამოძიების დასრულებამდე ჩვენ არ გვსურს ისეთი დეტალები გავახმაუროთ, რაც ნეგატიურ გავლენას იქონიებს გამოძიების შედეგებზე. შესაბამისად ჩვენ უნდა დაველოდოთ ყველანი ერთად. არ არის საჭირო ასეთი სენსიტიური გამოძიების დროს სიჩქარე", - განაცხადა ღარიბაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი ღარიბაშვილი მიმდინარე გამოძიებაში სხვა სტრუქტურის ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს და აცხადებს:

"ჩემი სამინისტროს მუშაობაში, მე არავის არ მივცემ უფლებას, რომ  ჩაერიოს. მე არავის საქმიანობაში არ ვერევი და ნურც ნურავინ  ჩაერევა, ეს ძალიან მარტივია და ნურც ნურავინ შეეცდება, რომ გამოძიებაზე რაიმე ზეგავლენა იქონიონ".

კომენტარები