პირადი ცხოვრების ამსახველი არქივი

ჰამარბერგი პირადი ცხოვრების კადრების შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს

aej.org

საქართველოს მთავრობის მრჩეველმა თომას ჰამარბერგმა უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა. რამდენიმეგვერდიან დოკუმენტში ჰამარბერგი საქართველოს მთავრობას 12-პუნქტიან გეგმას სთავაზობს, რომლითაც სპეციალურმა კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს. 

"პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, მათი განსაკუთრებული ბუნებიდან გამომდინარე, უნდა მოეპყრონ უკიდურესი სიფრთხილით. ერთადერთი მიზეზი, რომელიც შეიძლება გათვალისწინებული იყოს ასეთ დროს, არის შემთხვევა, როცა ინფორმაცია შეიძლება სასამართლომ გამოიყენოს. მასალა, რომელიც არ იძლევა ინფორმაციას დამნაშავეთა ან გარემოებათა შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს (მას შემდეგ, რაც მათი არსებობის და შინაარსის შესახებ ჩანაწერები გაკეთდება)", - აღნიშნულია დოკუმენტში. 

ჰამარბერგი სპეციალური კომისიის წევრებს ურჩევს, კონკრეტულად განსაზღვრონ თითოეული მათგანის მოვალეობები და მუშაობის მეთოდიკა. 

კომენტარები