სოჭის ოლიმპიადა

გერმანიის იუსტიციის მინისტრი სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტს არ გამორიცხავს

dw.de

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა არ გამორიცხა ბოიკოტის გამოცხადება 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მიმართ. ამის მიზეზი რუსეთში მიღებული ახალი კანონია გეი-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ.

საბინა ლოიტჰოისერ-შნარენბერგერმა Der Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს კანონი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას ეწინააღმდეგება. "ყველა პოლიტიკოსი უნდა დაფიქრდეს, როგორ პოზიციას დაიკავებს უმცირესობების გარიყვის ასეთი პოლიტიკის მიმართ", - განაცხადა მინისტრმა.

სოჭის ოლიმპიადაზე საუბრისას შნარენბერგერმა განაცხადა, რომ სპორტსმენებს აქვთ შესაძლებლობა, არ მიიღონ მონაწილეობა შეჯიბრებებში, პოლიტიკოსებს კი - არ დაესწრონ ამ ღონისძიებას. "(ოლიმპიადაში) მონაწილეობას არავის აიძულებენ", - განაცხადა პოლიტიკოსმა.

მისი განცხადებით, რუსეთისგან იგი საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებების შესრულებას ელის.

კომენტარები