შინაგან საქმეთა სამინისტრო

მესტიის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

შსს

მესტიის პოლიციის უფროსი, ილია გერლიანი, თანამდებობიდან გათავისუფლდა. მიზეზს გენინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები წარმოადგენს. ამის შესახებ შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი, აცხადებს. გერლიანის გათავისუფლების გარდა, თანამდებობიდან მისი მოადგილე, მანუჩარ გირგვლიანი, დაქვეითდა.

მესტიის სამმართველოში გენერალური ინსპექციის შესვლის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, გაავრცელა. მისი თქმით, გენინსპექციის შესვლამდე პოლიციის უფროსს, ილია გერლიანს, სამსახურის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.

კომენტარები