საქართველოს ნაკრები

დღეს საქართველოს ნაკრები ყაზახეთში ამხანაგურ მატჩს გამართავს

0 კომენტარი
თემურ ქეცბაია ფოტო: ტაბულა

დღეს, თბილისის დროით 18:00 სთ-ზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზახეთში, ადგილობრივ გუნდს დაუპირისპირდება. ეს თემურ ქეცბაიას გუნდის ბოლო ამხანაგური მატჩი იქნება, მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის განახლებამდე. ჯვაროსნები ამჟამად ასტანაში სრული შემადგენლობით იმყოფებიან და ასტა არენაზე გასამართი შეხვედრისთვის ემზადებიან. ასტანაშია სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანიც, რომელიც ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მატჩამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ყაზახეთისთვის მნიშვნელოვან, საიუბილეო საფეხბურთო დღეს ასტანაში ყოფნა. გუნდი ამ მატჩისთვის მხოლოდ ორი დღე მოემზადა, სრული შემადგენლობით ვარჯიში კი მხოლოდ ერთხელ მოხერხდა. ძირითადი შემადგენლობის დაახლოებით 80 პროცენტი ნაკრებშია, რამდენიმე მოთამაშე კი სხვადასხვა მიზეზების გამო გამოგვაკლდა. ჩვენ ვეცდებით ისეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ, რომელიც მაყურებელს მოეწონება. ყაზახეთის ნაკრები კარგი გუნდია, ვფიქრობ, ეს თამაში ოფიციალური შეხვედრებისთვის მოსამზადებლად გამოგვადგება, ვეცდებით თამაში ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ.

ჩვენ გვახსოვხართ, როგორც "ნიუკასლის" მოთამაშე. თქვენზე, როგორც მწვრთნელზე, ინგლისურმა ფეხბურთმა დიდი გავლენა იქონია?

უპირველესად, მე სულით ქართველი ვარ და ინგლისის გარდა, სხვა ქვეყნებშიც მითამაშია. ბევრ ცნობილ მწვრთნელთან მივარჯიშია, რომლებმაც უამრავი რამ მასწავლეს.

ქართული ფეხბურთი ტექნიკით იყო ცნობილი, მაგრამ, ამავე დროს, ვფიქრობ, ფიზიკური ძალაც უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ახლა კარგი თაობა გვეზრდება, რომლისგანაც დიდ გამარჯვებებს ველით. 

მიმდინარე შესარჩევ ციკლში ახალ გუნდს ვაყალიბებთ. ფინეთს თუ დავამარცხებთ, ჯგუფში მესამე ადგილს დავიკავებთ. საფრანგეთსა და ესპანეთთან ჭიდილი კი ამ ეტაპზე არარეალურია.

ყაზახეთის ნაკრებისგან რომ მიიღოთ მიწვევა, დათანხმდებოდით?

ახლა საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ, მაგრამ თუ შემოთავაზება იქნება, რატომაც არა?!

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები