საქართველოს ნაკრები

GASA: გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაესწროს საქართველოს თამაშს ევროპის ჩემპიონატზე

ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი (GASA) განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებმა “მინიმალურ ფასად, სანდოდ, კომფორტულად, და უპრობლემოდ შეძლონ” ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება.

"ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გულშემატკივრების გამგზავრება გასასთვის რიგით კომერციულ საქმიანობაზე მეტად, ამაღელვებელ მნიშვნელობას ატარებს. ეროვნული მოტივაცია ფინანსურზე მაღლა დგას - ამიტომ, გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაესწროს საქართველოს პირველ თამაშს ევროპის ჩემპიონატზე.

გასას გუნდის თითოეული წევრი 24/7-ზე მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენი ნაკრების გულშემატკივრებმა მინიმალურ ფასად, სანდოდ, კომფორტულად და უპრობლემოდ შეძლონ მოედანზე ჩვენი ნაკრებისთვის ხმის მიწვდენა. ახლა, ამ მომენტშიც, ვზრუნავთ გამგზავრებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე.

მადლობა თქვენ, მოთმინებისთვის და უახლოეს დღეებში დაგიბრუნდებით სიახლეებით.” - ნათქვამია GASA-ს განცხადებაში.

კომენტარები