შსს

გიორგობიანი თალიბანის ვიდეოებზე: ასეთ სენსიტიურ საქმეში სიჩქარე საჭირო არ არის

შსს

"თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებული გამოძიება წარმატებულად მიმდინარეობს, - ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას განაცხადა. 
მისი თქმით, გამოძიების პროცესში შსს-ს ამერიკული მხარე აქტიურად ეხმარება. 
რაც შეეხება საგამოძიებო პროცესის გაჭიანურებას, როგორც გიორგობიანი აცხადებს, "ასეთ სენსიტიურ საქმეში სიჩქარე საჭირო არ არის". 
"გამოძიების დეტალებს შეგნებულად არ ვახმაურებთ, რათა გამოძიების შედეგებზე ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს", - განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. 

შეგახსენებთ, რომ თალიბანის მუქარის შემცველი ვიდეორგოლები youtube-ზე ივნისის დასაწყისში გავრცელდა. 12 ივნისს კი ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული.

 

კომენტარები