საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

არასამთავრობოები მიმდინარე რეიდებზე განმარტებების გაკეთებას ითხოვენ

თბილისში მიმდინარე რეიდებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიცია 24-საათიან რეჟიმში იცავს მოსახლეობას და პრევენციულ ზომებს ატარებს, განცხადებაში ასევე განმარტებულია, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებს.

კახა კოჟორიძის, თქმით, ამ მოვლენებთან დაკავშირებით მთავარ კითხვას - თუ რით იყო განპირობებული პრევენციული ღონისძიების ჩატარება, სამინისტრო განცხადებაში არ პასუხობს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის სოფო ბერძეულის განცხადებით, ღონისძიება თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტალური განმარტების გაკეთებას ავალებს.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტის მიმართ უკანონოდ ჩატარებულ ჩხრეკაზე. არასამთავრობოთა განცხადებით, ჟურნალისტის დაკავება და მისთვის მასალის წაშლა ნამდვილად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

კომენტარები